„ელემენტ ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიების მონაწილეობით ტაშკენტში ბიზნეს კონფერენცია „საქართველო-უზბეკეთი: აბრეშუმის გზა“ გაიმართა.
დამსწრე საზოგადოებას საკუთარი სერვისები და პორტფელი „ოლ-პი ჯგუფმა“, „ელემენტ ქონსთრაქშენმა“, „ზერონმა“ და „ელემენტ ფით-აუთმა“ გააცნო. აღნიშნული ბრენდები წარმატებით ოპერირებენ უზბეკეთის ბაზარზე „ბელტერა ჰოლდინგთან“ პარტნიორობით.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებამ მნიშვნელოვანი პლატფორმა შექმნა ქართული და უზბეკური ბიზნესების თანამშრომლობისთვის, ახალი პროექტების დაგეგმვისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.
კონფერენცია „საქართველო- უზბეკეთი: აბრეშუმის გზა“ 8-9 ოქტომბერს “გაყიდვების ასოციაციის” ორგანიზებით ჩატარდა.