პროექტი, რომელიც ევროკოდების შესახებ ცნობიერების ამაღლების სემინარებსა და ტრენინგებს მოიცავდა, საფინალო აქტივობით დაიხურა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ტრენერთა ტრენინგის მონაწილეები, დარგის ექსპერტები, სასწავლო პროგრამის ავტორები და დაინტერესებული პირები. შეხვედრის ფარგლებში შედგა სასწავლო პროგრამის მეორე ნაკადის მონაწილეთა სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიაც.
პროექტი განხორციელდა „ელემენტ ჰოლდინგის“, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის და „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ მხარდაჭერით.