საერთაშორისო ექსპერტები სამშენებლო სფეროდან და გლობალური გამოცდილების გაზიარება – “ელემენტ ჰოლდინგში” ტრენერთა ტრენინგი დასრულდა.
პროცესი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კომპონენტებს.
საერთაშორისო სამშენებლოს სექტორის მოთხოვნების შესაბამისად გადამზადებული კადრები, მიღებულ ცოდნას სექტემბრიდან უკვე თავად გაუზიარებენ სტუდენტებს.
მათთან პროფესიული კურსების გავლის საშუალება დაინტერესებულ პირებს „ელემენტ ჰოლდინგის“ სასწავლო ცენტრში ექნებათ, რომელსაც კომპანია USAID-ის პროგრამასთან „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ თანამშრომლობის ფარგლებში ხსნის.